ამ ქვეყანაში სიძულვილის ენის ავტორია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 12 წელია ამ მეთოდით მართავს ქვეყანას. მან შექმნა ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რომელიც იწყება ტროლ-ბოტებით და მთავრდება საჯარო მოხელეების იძულებით, რომ აგინონ უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ.
„ამ ყველაფრის ავტორს აქვს სახელი და გვარი და ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. მან შექმნა ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რომელიც იწყება ტროლ-ბოტებით და მთავრდება საჯარო მოხელეების იძულებით, რომ აგინონ უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის. ვინმე თუ ჰგონია, რომ რომელიმე ელჩის სამარცხვინო განცხადებას გაბრაზებული ადამიანები, რომლებსაც წაართვეს ამ ქვეყანაში არჩევნების უფლება, მათ არ აქვთ ცენზურის დაცვით საკუთარი კრიტიკის გამოხატვის უფლება, ბოდიში მომითხოვია. ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში არსებობს რაღაც, რომელიც ცდება „ქართული ოცნების“ „ხოშს“ და სურვილებს.
ეს არის ის, რითაც „ქართული ოცნება“ 12 წელი მართავს ამ ქვეყანას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ვყოფილიყავით დაახლოებული, ჩვენი საზოგადოება არ ყოფილიყო დაპირისპირებული, მაგრამ ვხედავთ, რომ ამის მთავარი ინიციატორი არის ივანიშვილი, რომელიც უგულებელყოფს საზოგადოების უმრავლესობის ნებას, არჩევნებში წერს რადიკალურად განსხვავებულ შედეგს და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების უმრავლესობა, რომელიც ყველა გამოკითხვაში აფიქსირებდა, რომ მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, მათი ნების საწინააღმდეგოდაც მიდის.“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.