სიძულვილის პოსტით სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი გავიგეთ, ვიდრე დიპკორპუსზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ფეისბუქპოსტის შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, საქართველოს ღირსეული ელჩები ჰყავს, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და არა – რომელიმე კონკრეტული პარტიის.
„სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამიტომ არის გაღიზიანებული და ის იმ სიძულვილის სახეს ამჟღავნებს, რაც რადიკალურ ოპოზიციაში არსებობს განსხავებული აზრის მიმართ. საზოგადოებისთვის ეს ადამიანები სწორედ ასეთი მასშტაბური სიძულვილის გამო არიან მიუღებლები. რაც უფრო უფრო მეტს ილაპარაკებენ, მით უფრო მიუღებლები გახდებიან. სინამდვილეში, ქვეყნის სირცხვილი სალომე ზურაბიშვილი და მისი მოკავშირე რადიკალური ოპოზიციაა“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს დიპლომატიის დღე არ მიულოცა და ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა.