რუსეთის ძალებმა გუშინ საღამოს ხარკოვზე იერიში მეორედ მიიტანეს. დაშავებულია 14 ადამიანი.
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ქალაქის შევჩენკოს რაიონში დარტყმები განხორციელდა საბაჭრო ცენტრზე, რომელიც მარავალსართულიანი კორპუსების გვერდით მდებარეობს. მისვე ცნობით, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ჩაიმსხვრა საცხოვფებელი სახლების ფანჯრები.
ხარკოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელი.
მანამდე, კვირას საღამოს, რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეტევა ხარკოვსა და მის გარეუბნებზე, შედეგად არავინ დაშავებულა.