ქურდებს უნდათ ჩვენი ხმის ყიდვა, ჩვენი ქვეყნის ყიდვა. მაგრამ ხალხის ძალა უსასრულოდ აღემატება მათ ბოროტებას, - ამის შესახებ მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, მაია სანდუმ განაცხადა.
სანდუმ ყველა მოქალაქეს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.
„მე ხმა მივეცი მოლდოვას. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და დამოუკიდებლობა. ქურდებს უნდათ ჩვენი ხმის ყიდვა, ჩვენი ქვეყნის ყიდვა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას. ძალა თითოეულ თქვენგანშია. წადით რწმენით და იმედით“, – განაცხადა სანდუმ.
დღეს, 3 ნოემბერს, მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
მოქალაქეებმა არჩევანი მოქმედ პრეზიდენტ, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატ მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორ, სოციალისტური პარტიის კანდიდატ ალექსანდრ სტოიანოგლოს შორის უნდა გააკეთონ.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, სანდუმ ხმების 42.45% მიიღო, ხოლო სტოიანოგლომ – 25.98%.