როდესაც ხალხს ართმევენ თავისუფლებას და ართმევენ ყველაზე მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს - არჩევნებს, ამ შემთხვევაში ერთადერთ გზად რჩება ეროვნული წინააღმდეგობა, მათ შორის ქუჩის პროტესტიც, რომელიც უნდა იყოს იქამდე, სანამ არ დავიბრუნებთ არჩევნებს, - ამის შესახებ განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით.
„როდესაც ხალხს ართმევენ თავისუფლებას და ართმევენ ყველაზე მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს - არჩევნებს, ამ შემთხვევაში ერთადერთ გზად რჩება ეროვნული წინააღმდეგობა და ეროვნული წინააღმდეგობა არის მათ შორის ქუჩის პროტესტიც და ეს პროტესტი უნდა იყოს იქამდე, სანამ ჩვენ არ დავიბრუნებთ მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს ქვეყანაში - არჩევნებს, რომელიც შემდგომში საფუძველს მოგვცემს იმისას, რომ დავიბრუნოთ პოლიტიკურო ცხოვრება, რადგან სანამ არჩევნები ყალბდება, პოლიტიკური ცხოვრებაც მკვდარია ამ ქვეყანაში.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, 4 ნოემბერს, 19 საათზე რუსთაველის გამზირზწე საპროტესტო აქცია იგეგმება.