გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს.
მედიის ცნობით, საჰაერო განგაში 5 საატზე მეტ ხამს გაგრძელდა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი პოპკოს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა დრონი ჩამოაგდეს
მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ქალაქის ორ - შევჩენკოსა და გოლოსეევის რაიონში ჩაცვივდა. შევჩენკოს რაიონში დაზიანდა გზის საფარი, გარე განათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები.
სულ მცირე ხუთ კორპუსში აფეთქების ტალღამ დააზიანა ფანჯრების მინები და სადარბაზოები. პოპკოს განმარტებით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შევჩენკოს რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მაგრამ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.