„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კამპანია „კარვები საქართველოსთვის“ მთლიანად ოპოზიციისთვის მისაღები გადაწყვეტილებაა.
„გამოცხადებული გვაქვს კამპანია „კარვები საქართველოსთვის“, ეს არის ჩვენი კოალიციის ლოგისტიკური კამპანია და არ ნიშნავს, რომ ქუჩაში კარვების გაშლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მხოლოდ ჩვენ მივიღებთ. ოპოზიციისთვის ერთიანად მისაღები გადაწყვეტილებაა, ოპოზიციის, რომელიც მალე ხელისუფლება გახდება. ლოგისტიკური ამოცანა გვაქვს, უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვილი. მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, ეს იქნება ჩვენი სამშობლოს და ერთიანი მიზნის სამსახური“, – განაცხადა ნიკა გვარამია.