“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა მოვითხოვთ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება რუს პროპაგანდისტ ალექსანდრ მალკევიჩზე. სისხლის სამართლებრივ ძებნაში მყოფ პირზე რატომ გასცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი სამართლებრივი აქტი და აკრედიტაცია?” - ამის შესახებ განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არჩევნების პერიოდში იმყოფებოდა რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდრე მალკევიჩი , რომელიც სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის უხეში დარღვევით საქართველოს ტერიტორიაზე შემოუშვა. გასაგები არის ამ ადამიანის მიზანი , ის არის საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ ძებნაში ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში. მისი მთავარი ბრალდება იყო ამ ქვეყნების არჩევნებში მონაწილეობა, რუსული გავლენის პროპაგანდირება და რუსეთის სასარგებლოს მოქმედება. შესაბამისად ადვილი არის მივხვდეთ თუ რა დავალებები ჰქონდა რუს პროპაგანდისტს საქართველოს არჩევნებში. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვკვეთეთ რა როლი აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ პროცესებში. მოვითხოვთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ვისი დავალებით და როგორ გაიცა სისხლის სამართლებრივ ძებნაში მყოფ პირზე შესაბამისი სამართლებრივი აქტი და აკრედიტაცია და გამოძიებული იყოს რეალურად მისი მიზნები, რაც ამ ადამიანს ჰქონდა საქართველოს არჩევნებში. ფაქტია
, რომ რუსული ზეგავლენა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში აშკარა იყო, ამაზე საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამას მოვითხოვთ საქართველოს პროდასავლური ოპოზიციაც, გამოძიებული იქნეს რუსული გავლენები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. რუსეთმა ისე როგორც 2012 წელს, 12 წლის თავზე, საქართველოში არჩევნების გზით ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია ივანიშვილის და ქართული ოცნების გამოყენებით. ამ სქემას სჭირდება გამოძიება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ფაქტორების მხრიდან." - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.