უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს კიევზე რუსმა ოკუპანტებმა დრონებით თავდასხმა განახორციელეს, სვიატოშინსკისა და დნიპროვსკის რაიონებში, დრონის ნამსხვრევების შედეგად საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა, ერთი ადამიანი დაშავდა.
ასევე სოლომენსკის რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად რამდენიემ სახლისფანჯრები ჩაიმსხვრა, დაზიანდა სულ მცირე ხუთი ავტომობილი.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო წერს, რომ სვიატოშინსკის რაიონში, დრონის ნამსხვრევების შედეგად 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია, დაშავდა ერთი ადამიანი.
ასევე კიევის დნიპროვსკის რაიონში ხანძარი 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ სართულის აივანზე გაჩნდა. დაშავებულები არ არიან.