უკრაინული მედიის ცნობით, 1-ელ ნოემბერს პარასკევს საღამოს რუსულმა არმიამ ხარკოვში პოლიციის განყოფილებაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი, დაშავდა კიდევ 26 სამართალდამცველი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, რუსებმა ორი რაკეტა გაისროლეს. სავარაუდოდ გამოიყენეს S-300-ის ტიპის რაკეტები.