მმართველმა პარტიამ კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, ახლა ხელისუფლების ოპონენტების მთავარი გამოწვევა არის სწორედ ის, თუ როგორ უნდა დაუბრუნონ ქართველ ხალხს ძალაუფლება და ევროპული დღის წესრიგი.
დღეს ჩვენ იმიტომ ვიდექით ყველა ერთად, რომ აქ სასწორზე დგას ქვეყნის ბედი. არჩევნების გაუქმება ნიშნავს სახელმწიფოს გაუქმებას, ევროპული გზის გაუქმებას. როდესაც ხდება კონსტიტუციური გადატრიალება და ეს მოაწყო "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც არჩევნები გააუქმა, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, თუ რა გზით, მშვიდობიანად, მაგრამ შედეგობრივად, როგორ ვუბრუნებთ ძალაუფლებას. ეს არის ოპოზიციის გამოწვევა", - ამბობს ელენე ხოშტარია.