ესტონეთის დაზვერვის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე დაახლოებით 150 კვადრატული კილომეტრის დაკავება შეძლეს.
ამის შეასხებ ესტონეთის დაზვერვის სამამრთველოს მეთაური ანტს კივისელგი აცხადებს.
დაზვერვის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა დონეცკის რეგიონში რუსული არმიის წინსვლაზე. მისი თქმით, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ ინიციატივა ფრონტის მთელ ხაზზე, რაც „აიძულებს უკრაინულ ძალებს თანდათანობით უკან დაიხიონ“.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები მეტნაკლებად წარმატებულად იკავებენ დონეცკის ოლქის ტერიტორიების, კერძოდ პოკროვსკის, კურახოვსკის, უგლედარსკის და ველიკონოვოსელკოვსკის რაიონებს. გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ ამ ტერიტორიებზე დამატებით 150 კვადრატული კილომეტრი დაიკავა“, - განაცხადა კივისელგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი შესაძლოა ემზადებოდეს სახმელეთო თავდასხმებისთვის ზაპოროჟიეს ოლქში.
„სავარაუდოა, რომ მომავალ თავდასხმებში ჩაერთვება უკვე ცნობილი 76-ე მოერიშე დივიზია, რომელიც მუდმივად ბაზირებულია ფსკოვში.
მიზანი იქნება ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდება, ასევე უკრაინული ძალების შემდგომი ბლოკირება ამ ტერიტორიაზე“, - განაცხადა კივისელგმა.
ასევე, მან დასძინა, რომ შესაძლებელია, რომ ამ წლის განმავლობაში რუსეთის ძალებმა „განახორციელონ ადგილობრივი გარღვევა პოკროვსკის, კურახოვსკის ან უგლედარის რიაონებში“.