გადამწყვეტი ბრძოლის მთავარი ადგილი იქნება ქუჩა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქციების და პროტესტის გარდა, "ოცნებას" და ივანიშვილს სხვა ენა არ ესმის.
„გადამწყვეტ ბრძოლაში, ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად, მთავარი ადგილი იქნება ქუჩა და მოქალაქეთა პროტესტი, იმიტომ, რომ სხვა ენა, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არ ესმით. საგარეო ველზე ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორიც ცხადად მიუთითებს, რომ ეს არ იყო ლეგიტიმური, თავისუფალი არჩევნები, შესაბამისად, თუ რაიმე შეიძლება, ახლა გაკეთდეს მოქალაქეების და ოპოზიციური, პროდასავლური პარტიების მხრიდან, ეს არის საპროტესტო აქციები, სადაც ისინი უნდა იყვნენ ისეთ წნეხში, იძულებულები გახდნენ, დაიხიონ უკან და აღიარონ საკუთარი დანაშაული, - განაცხადა კუპრაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციურმა გაერთიანებებმა რუსთაველის გამზირზე, ორშაბათს, 4 ნოემბერს 19 საათზე აქცია და გეგმის წარდგენა დააანონსეს.