მთელი წინასაარჩევნო კამპანია ეყრდნობდა შიშს და ზეწოლას, - ამის შესახებ ამერიკის „ხმას“ განუცხადა მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარმა ლორა თორნტონმა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და “ენ-დი-აის” დირექტორი იყო.
“მთელი წინასაარჩევნო კამპანია ეყრდონობდა შიშს და ზეწოლას, რასაც მხარს უბამდა რუსული პროპაგანდა. ასე რომ, საარჩევნო უბნების გახსნამდეც კი, [საარჩევნო] პროცესთან დაკავშირებით ძალიან დიდი ეჭვი მქონდა . შემდეგ ვნახეთ ანგარიშები არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რადიკალური იყო. ხმების ჩაყრა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ზეწოლა, ხალხის მობილიზება საარჩევნო უბნებთან, ძალადობის შემთხვევები, ხმის მრავალჯერადად მიცემა და ა.შ. ეს ძალიან შემაშფოთებელია”,- ამბობს თორნტონი.
ექსპერტი ასევე განსაკუთრებულად გამოყოფს ეგზითპოლების, წინასაარჩევნო შედეგებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ოფიციალურად გამოცხადებულ მოანცემებს შორის სხვაობას. ბრალდებას, რასაც ქართული ოპოზიციაც ხშირად იმეორებს.
“ძალიან დიდი სხვაობა ვნახეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებსა და ეგზითპოლებს შორის, რომელიც სამმა სხვადასხვა სანდო ორგანიზაციამ ჩაატარა. 10-პუნქტიანი განსხვავება ვნახეთ და ეს 10 პუნქტია, რაც წყვეტს, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას. ასე რომ, ესეც ძალიან შემაშფოთებელია”,- აცხადებს თორნტონი.