უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმორ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ელოდება სამხედრო შეტაკებას ჩრდილოეთ კორეის სამხედროებთან უახლოეს დღეებში.
ზელენსკიმ ამის შესახებ სამხრეთ კორეულ ტელეარხ KBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთი უახლოეს მომავალში გეგმავს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენებას უკრაინის ბრძოლის ველზე. "ეს დღეების სკითხია და არა თვეების", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მან იცის დაახლოებით 3 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, რომლებიც უკვე იმყოფებიან მოსამზადებელ ბანაკში და რომ ეს რიცხვი 12 ათასამდე გაიზრდება.
„ასევე მიმდინარეობს შეთანხმებები საინჟინრო ჯარების და სამოქალაქო პირების გაგზავნაზე, რომლებიც იმუშავებენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქარხნებში“, - დასძინა ზელენსკიმ.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი შეეცდება მიაღწიოს შედეგებს ბრძოლის ველზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის გადაბირებით, ვიდრე რუსების, რადგან მობილიზაცია არაპოპულარულია თვით რუსეთში.
„ეს ზიანს აყენებს პუტინის რეიტინგს, რადგან რუსების უმრავლესობა არ უჭერს მხარს მობილიზაციას და არ სურს ბრძოლა.
პუტინისთვის ჩრდილოეთ კორეა გამოსავალია ამ სიტუაციიდან, მისი ლიდერისთვის კი საბრძოლო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ისევე როგორც პუტინი, არ ითვალისწინებს თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს“.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების დაცვისა და წამების აღკვეთის აუცილებლობის შესახებ.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტყვეების გაცვლა, ამიტომ ჩვენ მზად ვართ გავცვალოთ ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურეები უკრაინელებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.