ხარკოვის საოლქო პროკურატურამ განაცხადა, რომ ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის ავიაიერიშის შემდეგ, შენობის ნანგრევებიდან 15 წლის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 წლის ბიჭი.
პროკურატურა აღბიშნავს, რომ შედეგად, დაღუპულთა საერთო რაოდენობა სამამდე გაიზარდა, კიდევ 35 ადამიანი დაშავდა.
საჰაერო თავდასხმა ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე გასულ ღამეს განხორციელდა.
უკრაინის ხელისუფლება წერს, რომ სახლს 500 კგ წონის რუსული მართვადი ბომბი მოხვდა.