ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე - ასე ეხმიანება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ატლანტიკური საბჭოს ორი მკვლევრის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას ანგარშებზე წვდომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი თქმით, ეს არის თავდასხმა აშშ-ის ინსტიტუტზე, სადაც ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა მუშაობენ.
"დღეს გაავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და სასამართლოს განჩინების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან პირდაპრი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამასთან მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა აშშ-ის ინსტიტუტზე, სადაც ისინი მუშაობენ. თუ ეს არის ეს მომავალზე მიუთითებს, მაშინ გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ უნდა მისცეს მკვლევრებს საშუალება, თავისი საქმე აკეთონ, რეპრესიების შიში გარეშე. ჩვენი MEGOBARI Act დასჯის მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას არღვევს" - წერს უილსონი.
როგორც ცნობილია ატლანტიკური საბჭოს მკვლევრებს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
24 ოქტომბერს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.