გასულ ღამეს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ყველა რუსული დრონი, რომლებიც კიევს თავს დაესხნენ, - განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.
მისი თქმით, ეს არის მე-19 თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე ოქტომბერში; საჰაერო განგაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„რუსულმა დრონები არ შეცვალეს მუდმივი ტაქტიკა - ისინი დედაქალაქს სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სიმაღლეზე უახლოვდებოდნენ.
საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით მტრის დრონები დროულად იქნა აღმოჩენილი და განეიტრალებული“, - წერს ის ტელეგრამზე.
თავდასხმის შედეგად კიევის სოლომენსკის რაიონში ნამსხვრევები ჩაცვივდა. კონკრეტულად, ხანძარი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა, განხორციელდა 18 ადამიანის ევაკუაცია. დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
პოპკოს თქმით, ამავე რაიონში, ადმინისტრაციულ შენობაში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მისივე თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ არიან.