„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამართავენ.
ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრები, ფაქტების შეგროვება და სხვა აქტივობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნას არ მიაღწევს.
„შეხვედრები გაგრძელდება, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტთან. ყველაფერი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალ არჩევნებს არ მივაღწევთ. ძალიან ბევრ საკითხს გავდივართ – უცხოელებთან ურთიერთობას, ამომრჩეველთან ურთიერთობას, ფაქტების შეგროვებას, რომელიც ყოველდღიურად მოდის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.