მეგობრებო, თუ ამ გაყალბებას, ამ მანიპულაციას შევეგუებით, მომავალში საქართველოში არჩევნები გაუქმდება და შედეგებს არჩევნების გარეშე გამოაცხადებენ, როგორც ბელარუსში და რუსეთში, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ არჩევნების გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.
“ფაქტია, ეს არჩევნები მოიგო ხალხმა, და საარჩევნო მანიპულაციებით, ძალით, ცდილობს ხელისუფლება მის მისაკუთრებას.
თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, ყველა მანიპულაციის მიუხედავად, 50%-ს არ გადასცდა ხელისუფლების მხარდაჭერა, და ვის სჯერა, რომ მარნეულში და ნინოწმინდაში გაიგეს "ქართული ოცნების" დაპირებები და დანარჩენმა საქართველომ ვერ?
"ქართული ოცნების" მიერ დაწერილი 54% ნიშნავს, რომ, მაგალითად, ჩოხატაურში 17 000 ამომრჩევლიდან, საიდანაც 11 000 სოციალურად დაუცველია, არ აქვს გზა და მუდმივი წყალი, 70% გაგიჟდა, გადაირია "ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობით და გამოაცხადა მხარდაჭერა.
მეგობრებო, თუ ამ გაყალბებას, ამ მანიპულაციას შევეგუებით, მომავალში საქართველოში არჩევნები გაუქმდება და შედეგებს არჩევნების გარეშე გამოაცხადებენ, როგორც ბელარუსში და რუსეთში.
ამიტომ პროტესტი ბოლომდე, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს იმას, რაც მათ ეკუთვნით!” - განაცხადა მანჯგალაძემ.