პარიზში გაიმართა 2024 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია.
მთავარი ჯილდო – „ოქროს ბურთი“ მამაკაცებს შორის მოიგო „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა როდრიმ, რომელმაც უკან ჩამოიტოვა „რეალის“ სამი ფეხბურთელი – ვინისიუსი, ჯუდ ბელინგემი და დანი კარვახალი.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)
ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)
ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი)
დანიელ კარვახალი (რეალი, ესპანეთი)
ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)
კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი)
ლაუტარო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)
ტონი კროოსი (დაასრულა კარიერა)
ჰარი კეინი (ბაიერნი. ინგლისი)
საღამოს პირველი ჯილდო მიიღო „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბმა ლამინ იამალმა. 17 წლის ფეხბურთელი გახდა „ტროფი კოპას“ მფლობელი – ეს არის ჟურნალ France Football-ის პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს.
ჟურნალ France Football-ის ვერსიით 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა „ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების კარის დარაჯი ემილიანო მარტინესი. მან ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.
სეზონის საუკეთესო გუნდი გახდა მადრიდის „რეალი“. მან გასულ სეზონში მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა.
ცერემონია, „შატლეს“ თეატრში გაიმართა.