26 ოქტომბერს საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენი ხალხის ურყევი ნება არის ნიველირებული, არჩევნები არის ჩატარებული „ეფესბეს“ მიერ, - ამის შესახებ განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ
მისივე თქმით, არცერთ საერთაშორისო პარტნიორს ჯერ-ჯერობით არ უღიარებია არჩევნების შედეგები და ეს ასეც დარჩება.
„პირველ რიგში შემიძლია ვთქვა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენი ხალხის ურყევი ნება არის ნიველირებული, არჩევნები არის ჩატარებული „ეფესბეს“ მიერ. ამ ვითარებაში ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს არცერთ საერთაშორისო პარტნიორს ჯერ-ჯერობით არ უღიარებია არჩევნების შედეგები და ეს ასეც დარჩება, ვინაიდან და რადგანაც ლეგიტიმაციის წყარო არის ქართველი ხალხი და არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული. ქალბატონი პრეზიდენტის ძალიან მკაფიო განცხადება, რომ საქართველო რუსული სპეცოპერაციის შედეგად არჩევნები არის წართმეული ივანიშვილის მიერ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი. რაც შეეხება ოპოზიციას, მე იმედს ვიტოვებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ მათ შორის ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევით გუშინდელი ერთობის ჩვენების ძალისხმევით და დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დგომით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ ოპოზიცია არის ერთიანი და არ მივცემთ ლეგიტიმაციის მიღების საშუალებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.