საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს, - ამის შესახებ ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და შეცვალოს ის ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ასევე შეშფოთებას გამოთქვამს საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო.
"ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან."