ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი X-ზე წერს.
„ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს და არავის აქვს უფლება, მათ ეს ოცნება დაშინებისა და მანიპულაციის გზით წაართვას. ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.