ყველა, ვინც არ ეგუება ქვეყნის გარუსებას, ხვალ, 19:00 საათზე, იდგება რუსთაველის გამზირზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაცინალური მოძრაობის" თავჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
"ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი, ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწუფო ინსტიტუტი რომლის მიტაცებაც ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო, ასევე ღიად აცხადებს, რომ არჩევნების მიღება ნიშნავს ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფას და იმის აღიარებას, რომ მოხდა ქვეყნის გარუსება, რუსიფიკაცია. ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი და ასევე ხვალინდელი აქციისკენ მოწოდებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ ეგუება ქვეყნის გარუსებას და ვინც გუშინ რეალურად ხმა მისცა ევროპულ მომავალს ვისი ხმაც შემდეგ მიითვისა, მოიპარა და უგულებელყო "ქართულმა ოცნებამ" დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ 7 საათზე იდგება რუთაველზე, იდგება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.