ხვალ, 19:00 საათზე, რუსთაველზე... გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"[შევიკრიბოთ] ხვალ საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეტსაც რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას რომ მშვიდობიანად დავიცვათ თითოეული ხმა, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა პრეზიდენტმა.