ჩაგვიტარეს არა არჩევნები, არამედ, რაღაც რუსული სპეცოპერაცია, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
"ჩვენ ყველას წაგვართვეს არჩევანი, ჩაგვიტარეს არა არჩევნები, არამედ, რაღაც რუსული სპეცოპერაცია. არ ვაღიარებთ ამ სისაძაგლეს, რასაც არჩევნები დაარქვეს. პრეზიდენტთან მოვედით, რომ აზრები გავცვალოთ და სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ. ახლა მოქმედება გვჭირდება. კოლიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს. ჩვენ ქვეყყანა გვაქვს დასაბრუნებელი"- თქვა ელისაშვილმა.