ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
ეს განცხადება ბოკუჩავამ პრეზიდენტთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრამდე გააკეთა.
"ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც გავაკეთეთ განცხადება გუშინ იმასთან დავშვრებით, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა, რომ ადგილი ჰქონდა რეალურად რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი და ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება.
ბუნებრივია, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობდა, როდესაც საუბარია ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაზე"- თქვა ბოკუჩავამ.