ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, რომ ამ ხმების შენარჩუნებისთვის ვბრძოლოთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„საქართველოში გუშინ განხორციელდა კონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების უზურპაცია, ქართველი ხალხის ნება არის აბსოლუტურად არის იგნორირებული, საქართველოს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება და ლეგიტიმაცია ისაზღვრება სწორედ ამით.
საუბარი იმაზე, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ ჯერ და მერე ვილაპარაკოთ, არის აბსოლუტურად არაზუსტი. მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა - ლეგიტიმაცია განისაზღვრება ხალხის დამოკიდებულებით, თუ ხალხი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მოსახლეობის ნებას, არამარტო ნათ კონკრეტულს, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, არამედ მთლიანად მოსახლეობის ნებას და ამგვარია ხალხის დამოკიდებულება, ლეგიტიმაციის საკითხი წყდება სწორედ ასე.
საქართველოში ჩატარდა რუსული, ტექონოლიგიური სპეცოპერაცია, ვერ დავადანაშაულებ ვერცერთ ოპოზიციურ პარტიას, ვერცერთ დამკვირვებელს თუ კომისიის წევრს ოპოზიციური პარტიებიდან, ვერცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვერცერთ ადამიანს, რომელიც თავად დარეგისტრირდა, როგორც დამკვირვებელი ამ პროცესში, რადგან შეუძლებელია ჩვენი მხრიდან ტექნოლიგიური პროცესის გაკონტროლება.
ამ მანქანების აუდიტი ჩაატარა ხელისუფლებამ, ოპოზიცია არ იყო დაშვებული, ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩატარდა ეს აუდიტი და რა დადგინდა, არცერთი ყველასთვის სანდო საერთაშორისო ტექნიკური აუდიტის ამგვარი დასკვნა, რამდენად შეიძლება გაყალბებული იყოს არჩევნები ამ მანქანების მეშვეობით და რა რისკებს ატარებს, საქართველოში არ ჩატარებულა.
ფაქტია, ვლადიმირ პუტინი ნამდვილად არ ელოდებოდა, როგორ ჩატარდებოდა არჩევნები საქართველოში, რომ ეს ფაქტად მიეღო, ეს არის ღიად რუსეთს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ჩვენ, არ ვაპირებთ რუსული რეჟიმის მორჩილებას და რუსეთის მიერ და რუსული რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფას.
ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია საქართველოს პრეზიდენტთან ალბათ უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს კიდევ იქნება ასეთი შეხვედრები, ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, რომ ამ ხმების შენარჩუნებისთვის ვბრძოლოთ, ძალიან დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს, ვინც ხმა მოგვცა და ხმა მისცა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
უნდა ითქვას, რომ მიუკერძოებელ გარემოში, სადაც შეუძლებელი იყო არჩევნებში ჩარევა, უკლებლივ ყველგან, აზერბაიჯანის და თურქეთის გარდა, გაიმარჯვა ქართულმა ოპოზიციამ...
...მინდა, მივმართო ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს, ის არის შესული ძალიან მძიმე დარღვევაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას აქვს ჩადენილი ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მთელ მის თანამზრახველებთან ერთად, იქნებიან ეს კომისიის წევრები თუ სხვა მოხელეები საარჩევნო ადმინისტრაციის და ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს შანსი, გააკეთოს განცხადება, რომელიც პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს და ემსახურება ქართველი ხალხის, ჩვენი სამშობლოს ისტორიულ არჩევანს“, - განაცხადა გვარამიამ.