მე ვარ დამწუხრებული, რადგან არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ამ არჩევნებს ვუწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩემი, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლის მოსაზრება, – ამის შესახებ უკრაინის რადას წევრმა, ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.
„როდესაც ჩვენ ვხედავთ შედეგებს საარჩევნო უბნებიდან, სადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 94% აიღო, მე მხოლოდ ერთი კითხვა მებადება – 194% რატომ არა? ეს არის რაღაც ძალიან უცნაური, გამოიყურება როგორც ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება და არა როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყანა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მკაფიოდ თქვა, რომ მან დაინახა ამომრჩევლების დაშინება, ძალიან დაძაბული გარემო განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ამომრჩევლებისთვის იყო ძალიან რთული ნების თავისუფლად გამოხატვა. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ძალიან შემაშფოთებელი. პრესკონფერენციაზე დაისვა კარგი შეკითხვა – იყო თუ არა ეს არჩევნები მოპარული. ჩემი პირადი პასუხია, ეს არჩევნები იყო ნაყიდი. ეს არის ჩემი პირადი პასუხი იმის მიხედვით, რაც ვიხილე საკუთარი თვალით, განსაკუთრებით რეგიონებში.
მე ვარ დამწუხრებული, რადგან არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ამ არჩევნებს ვუწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩემი, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლის მოსაზრება. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მე მიყვარს საქართველო, მინდა, ვიხილო საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად და არ მინდა, რომ საქართველო რუსული გავლენის ქვეშ ვიხილო“, – განაცხადა გონჩარენკომ.