უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბოლო დროს მიღებული კანონის გათვალისწინებით იმედს ვიტოვებ, რომ მისი ზეგავლენა გამოხატვის თავისუფლებაზე ხელახლა იქნება შეფასებული პარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ - ამის შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, პია კაუმამ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეფასებით ეს არჩევნები მეტწილად მშვიდი იყო, ქალ კანდიდატთა რაოდენობის შემცირება გენდერული კვოტირების გაუქმების შემდეგ უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს; საარჩევნო უბნებზე ქალთა აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით უსვამს ხაზს მათი როლის სასიცოცხლო მნიშვნელობას და საჭიროებს უფრო ფართო წარმომადგენლობას.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბოლო დროს მიღებული კანონის გათვალისწინებით იმედს ვიტოვებ, რომ მისი ზეგავლენა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ხელახლა იქნება შეფასებული პარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ, რომ ის უმნიშვნელოვანესი საქმე, რასაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ეწევა, დაცული იყოს და არ შეწყდეს, რათა ყველას ხმა ისმოდეს”, – განაცხადა პია კაუმამ.