ოპოზიციის ლიდერები ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. მმართველი გუნდის ოპონენტები არჩევნების ლეგიტიმაცია-დელეგიტიმაციის საკითხზე მსჯელობენ. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამიას თქმით, ეს საკითხი ქვეყნის შიგნით, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და საერთაშორისო სარბიელზეც ქართველი ხალხის ნება იქნება გამეორებული.
"ხალხის ხმა იძლევა ლეგიტიმაციას, არა უცხოეთი ან რომელიმე სხვა. ლეგიტიმაცია-დელეგიტიმაციის საკითხები წყდება ქვეყნის შიგნით. პირველი ვარიანტია ქართველი ხალხი თუ განაცხადებს, რომ ამ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მის ნებას. მეორე ვარიანტია, გამოვაცხადოთ, რომ გვჯერა თითქოს ამ ქვეყანაში ყოველი მეორე ქოცია. თუ განაცხადი იქნება პირველი, მაშინ ამ არჩევნებს დელეგიტიმაცია გამოეცხადება ქვეყნის შიგნით და ხალხის ნება იქნება გამეორებული საერთაშორისო სარბიელზე.
გამორიცხულია, რომ კოალიციას ოფიციალური პოზიცია ჰქონდეს პარლამენტში შესვლაზე და არავის ვურჩევ, რომ ინდივიდუალური პოზიციები გამოხატოს ამგვარად," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.