ცესკო-ში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,99 პროცენტით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი ჯამში 38.29% აქვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას 2206 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემები გააცნო.
კერძოდ, ამ დროისთვის არსებული შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 52,99 პროცენტი აქვს (935 004 ხმა);
რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას, მათი მონაცემები ამ დროისთვის ჯამში 38.29 პროცენტს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად:
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 11.2 % (197 619 ხმა).
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9.83 პროცენტი ( 173 510 ხმა)
ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9.2% (159 306 ხმა)
„გახარია საქართველოსთვის“ – 8.22 % (145 205 ხმა).