ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით „ქართულმა ოცნებამ“ მყარი უმრავლესობა მოიპოვა, - განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ევროპულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალზე და „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. მადლობა ყველას და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, რომელმაც საშუალება მოგვცა რომ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცესკო-ში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს.