გამოდით ყველა და ამ ორ საათში დავამთავროთ რუსული ხელისუფლება საქართველოში - ასე მიმართა "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ჯენზის.
ხაზარაძემ თქვა, რომ სწორედ მომავალი თაობის მიერ დაფიქსირებულ არჩევანზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ევროპული ომავალი.
„გამარჯვება არის ძალიან ახლოს, სულ რაღაც ორ საათში რუსულ ხელისუფლებას დავამთავრებთ და საქართველო დაიწყებს ნამდვილად ძლიერი ქვეყნის მშენებლობას. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვინც ჯერ კიდევ არ გასუხლხართ არჩევნებზე, განსაკუთრებით ჯენზის, თქვენს გამოსვლაზე, თითოეულ ხმაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი გამარჯვება, ამიტომათ გადით არჩევნებზე. დღეს თითოეული თქვენგანი დაწერს ისტორიას, თამამად გამოდით და ამ ორ საათში დავამთავროთ რუსული ხელისუფლება საქართველოში", - განაცხადა ხაზარაძემ.