„ისინი ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი ევროპული ხმის მცველები, არიან დაკავებულები, აბსოლუტურად უკანონოდ. დაუყონებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას, ეს არის ტოტალურად უკანონო ქმედება.“ - ასე ეხმაურება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ხმის მცველების“ უკანონო დაკავებას.
ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე მათი გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ „ოცნება“ დამარცხებულია, რასთანაც შეგუება აუცილებლად მოუწევს:
„ვიმარჯვებთ ხალხო, ძალიან ცოტა დარჩა ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე, „ოცნება“ მარცხდება, გამანადგურებლად მარცხდება და მინდა გთხოვოთ, დიდი აქტივობისკენ. არჩევნების დამთავრებამდე 2 საათი დარჩა, იმდენად ძლევამოსილი უნდა იყოს ჩვენი გამარჯვება, რომ არავის კითხვის ნიშანი არ გაუჩნდეს და მანიპულაციის საშუალება არ ჰქონდეს, ვიმარჯვებთ და მინდა ყველამ ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება, ამიტომ, ვინც არ ყოფილა არჩევნებზე, მინდა ყველას გთხოვოთ, რომ მოხვიდეთ.
ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტურია ის, თუ როგორ იქცევა ოცნება. ისინი თავს ესხმიან დამკვირვებლებს, ისინი ავიწროვებენ ადამიანებს, რომლებიც არ აძლევენ მანიპულაციის შესაძლებლობას და ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი ევროპული ხმის მცველები, არიან დაკავებულები, აბსოლუტურად უკანონოდ. დაუყონებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას, ეს არის ტოტალურად უკანონო ქმედება. მე მივმართავ პოლიციებს, რამდენიმე საათი დარჩა ამ ხელისუფლებას, ნუ ჩადიხართ უკანონო ქმედებებს, ყველაფერი აღბეჭდილია იმ კამერების მიერ, ძალადობას ექნება კონკრეტული პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ოცნება მარცხდება, თუ ვინმე დარჩა და თქვენ ხედავთ, რომ აქტივობა მაღალია, ვიდრე 2016, 2021,2020-ში, თქვენ ხედავთ ნირწამხდარ ოცნების წარმომადგენლებს, რომლებიც ხმასაც ვეღარ იღებენ, იმიტომ, რომ უპირატესობა არის დიდი ჩვენ მხარეს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ კიდევ მეტი მივიდეთ არჩევნებზე. უცხო ქვეყნებში კატასტროფული შედეგი აქვს ოცნებას, მე მჯერა, რომ ზუსტად იგივე ექნება საქართველოშიც.
კიდევ ერთხელ, დაკავებულები დაუყონებლივ გაათავისუფლეთ, ეს არის უკანონო ქმედება და მოვუწოდებ საზოგადოებას, ყველა ამ ძალადობაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი აქტივობა, მეტი მისვლა საარჩევნო უბანზე, რომ საქართველო გავიყვანოთ ევროკავშირის გზაზე, წავიდეთ წინ და ამ იზოლაციონისტებს ერთხელ და სამუდამოდ, ვუთხრათ უარი, წინ გამარჯვებისკენ, მაქსიმალური მობილიზაცია, ცოტა დრო დაგვრჩა, მადლობა ყველას, ვინც ხმებს ასე მედგრად იცავს და ასე უდგას გაყალბების მანქანას. ოცნების ლიდერებს ვეუბნები, რომ შეეგუეთ მარცხს, აღიარეთ, რომ მარცხდებით ამ არჩევნებში და ხელი აიღეთ უკანონო ქმედებებისგან, იცოდეთ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. თქვენი დრო დამთავრებულია ხელისუფლებაში, გადადით ოპოზიციაში და მოისვენეთ, იმიტომ, რომ პრორუს პოლიტიკოსებს არასდროს ექნებათ გამარჯვება ამ ქვეყანაში.“ - განაცხადა ვაშაძემ.