11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმა" მონაცემებს აქვეყნებს:
მარკირების გაკეთების წესი დაირღვა/მარკირების გარეშე ხმა მისცეს - 70 უბანზე;
ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - 47 უბანზე;
არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ - 139 უბანზე;
ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა 38 უბანზე;
იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა;
ასევე, ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები გამოვლინდა 11 უბანზე;
“ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე.