საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე საიას თანამშრომელს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
"გაცნობებთ, რომ საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარ ფაქტზე რეაგირება". - წერს საია.