20:00 საათზე მორჩება ივანიშვილის რეჟიმი და ეს "მილიციელები", რომლებიც უნდა იცავდნენ კანონს, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ყველას აქვს პოლიციური რეიდი, აგებენ არჩევნებს, გრძნობენ ამას და ჩემთან ერთად ვინც გადაადგილდება ყველას აკავებენ. ნახეთ რომ ახალგაზრდები დააკავეს, სალომე კაპანაძე დააკავეს ოლქის წევრი, მამუდი მამედოვი დააკავეს. ყველა, ვინც ჩემთან ერთად დადის და ევროპულ ხმას იცავს, აკავებენ ყველას. ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან მილიციელები, რომლებიც ასრულებენ დავალებებს და ის კრიმინალები, რომლებსაც თვითონ გაუკეთეს მობილიზაცია, რა თქმა უნდა, არავინ არ დაუკავებიათ. 20:00 საათზე მორჩება ივანიშვილის რეჟიმი და ეს ადამიანები, რომლებიც უნდა იცავდნენ კანონს, ყველა „მილიციელი“ კანონის წინაშე აგებს პასუხს.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.