„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებსა და კომისიის წევრზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.
"რამდენიმე დღის წინ, მე ჩავატარე ბრიფინგი მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ.
ერთ-ერთი პუნქტი, გავრცელებული იყო ნაციონალური მოძრაობიდან.
სექმა იყო ასეთი, რომ უნდა მოესყიდათ, მოეძებნათ ვინმე ქართული ოცნების რიგებში, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს, რომელიც შემდეგ სხვას დაარწმუნებდა ან თვითონ გააკეთებდა ამას - ჩაყრიდა ან შეაცურებდა ბიულეტენებს საარჩევნო ურნაში, ან ელექტრონულ აპარატში.
ერთი-ერთში დადასტურდა, თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან - პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის ან რომელი ენჯეო სექტორის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად.
წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი, ნახევარ მეტრში კამერა უღებდეს, ასე ყრიდეს ბიულეტენებს, შეუძლებელია რომ ვერ ხედავდეს, ეს არის სპეციალურად გაკეთებული სამწუხაროდ.
ჩვენი რწმენით, მე პირადად დარწმუნებული ვარ ამაში, ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც კიდევ შეიძლება ჰქონდეს განზრახული ასეთ სპექტაკლებში, ასეთ სიბინძურეში, მდაბიო ფეიკების დადგმაში, მოვუწოდებ და მიაწვდინეთ ყველას ხმა - ვინც არ არის ტელევიზორთან, ვინც არ არის სოციალურ ქსელთან - თუ მსგავს დანაშაულში მიიღებენ მონაწილეობას, მათი დამცველი არ იქნება არავინ და მითუმეტეს არც ჩვენ.
ისინი დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით". - თქვა მდინარაძემ
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო მარნეულის უბნიდან, სადაც ჩანს, როგორ ყრიან ბიულეტენებს საარჩევნო ყუთებში.