"დღეს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იზოლაციას და უნდა წავიდეთ წინ, ევროპისკენ - სწორედ ამას მივეცი ხმა", - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა-ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
"დღეს არის ნამდვილად ისტორიული არჩევნები ამ ქვეყნისთვის და ეს არჩევნები განსაზღვრავს, ისტორიულად როგორ გააგრძელებს ცხოვრებას საქართველო და მე ვიცი, რომ ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას უნდა უკეთეს საქართველოში, სიმშვიდეში, განვითასრებით, დაპირისპირების დასრულებით და ეს ქვეყანა უნდა იყოს სწოპრედ ევროპული ქვეყანა ყველა იმ სტანდარტტ, რომელიც ევრპაშია და, პირველ რიგში, ბუნებრივია, კეთილდღეობით. დღეს ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ იზოლაციას და უნდა წავიდეთ წინ, ევროპისკენ - სწორედ ამას მივეცი ხმა, - განაცხადა გიგი წერეთელმა ხმის მიცემის შემდეგ.