„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სოფო ჯაფარიძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
ჯაფარიძის თქმით, ქართველი ხალხი ერთიანობით გაიმარჯვებს და კიდევ ერთხელ ეტყვის უარს რუსეთს.
"ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ, რომ ვხედავთ მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებთან რიგები არ წყდება ქართველი ხალხის, ქართველი მებრძოლი, შეუპოვრად მებრძოლი ხალხის.
ხალხის, რომელიც რამდენი წელია იბრძვის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. დღეს ქართველი ხალხი ერთიანობით აუცილებლად გაიმარჯვებს და საქართველო, ქართველი ხალხი იტყვის თავის სიტყვას. კიდევ ერთხელ ვიტყვით კი ევროპას, არა რუსეთს.
ყველას გთხოვთ, მაქსიმალურად, არ დაგეზაროთ. არ გაჩერდეთ, მიდით და მიეცით ხმა, ვერავინ ვერ ხედავს ვის აძლევთ ხმას. დადექით ხალხის მხარეს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალსხმა მიეცით,“-განაცხადა ჯაფარიძემ.