ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
“ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს. მოვუწოდებ ყველას, ხმის მიცემის დროს ვიფიქროთ ჩვენ შვილებზე, ჩვენი წინაპრების დანაბარებზე და დანატოვარზე და წავიყვანოთ საქართველო იქით, რაც მისი ისტორიული არჩევანია და რაც მომავალი თაობების არჩევანია, ეს არის ევროპა. ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ერთმნიშვნელოვანია და აუცილებლად იქნება ზეიმი”, - თქვა გვარამიამ.