“თუ არჩევნები სართო საქმეა მაშინ ყველა მოხელემ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ჩართულ მხარეს შეუფერხებლად შეასრულონ თავისი უფლებამოსილებები” - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი “სტრატეგია აღმაშენებლიდან” აცხადებს
კობახიძე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს:
“მივმართავ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომიისიის წევრებს და ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ფუნქციები და უზრუნველყავით ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა
და იმოქმედეთ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად.
არ იმოქმედოთ თვითნებურად და ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებსა და მითითებებს
თუ არჩევნები სართო საქმეა მაშინ ყველა მოხელემ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ჩართულ მხარეს შეუფერხებლად შეასრულონ თავისი უფლებამოსილებები” - განაცხადა კობახიძემ.