"ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იცის: 26 ოქტომბერს არჩევნებს აგებს პირწმინდად“, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის ბანერებზე "ქართული ოცნების" მიერ დამატებითი ფრაზებიანი ბანერების გაჩენასთან დაკავშირებით, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ტიტე გედენიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნათელი მაგალითია იმის, “რომ "ოცნებას" ეშინია წაგების და აი, ასე ცდილობენ, რომ ნაცმოძრაობისა და ოპოზიციის ბანერები დაამახინჯონ“.
ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იცის: 26 ოქტომბერს არჩევნებს აგებს პირწმინდად. ეს ნათელი მაგალითია იმის, რომ "ოცნებას" ეშინია, მათ ეშინიათ წაგების და აი, ასე ცდილობენ, რომ ნაცმოძრაობისა და ოპოზიციის ბანერები დაამახინჯონ, მაგრამ მათ ავიწყდებათ მთავარი რამ: ისინი არიან უსამშობლოები და ემსახურებიან "ქართულ ოცნებას", ისინი ემსახურებიან რუსეთს, ემსახურებიან ბოროტებას, ჩვენ კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" და ოპოზიცია ვემსახურებით საქართველოს, მის ევროპულ მომავალს, ევროპულ პერსპექტივებს და ამიტომ გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს განუყოფელი ნაწილი დასავლეთის. ამ დამატებულ ბანერებს, რა თქმა უნდა, ჩამოვხსნით და ხვალ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" დავამარცხებთ", - განაცხადა ტიტე გედენიძემ.