ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკას გამოეხმაურა.
როგორც სენატორმა შაჰინმა გამოცემა The Hill-თან საუბრისას განაცხადა, ეს ქმედება იწვევს შეშფოთებას "საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".
"ქართველ ხალხსა და სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვთ, რომ მათი ხმა გაიგონონ და პატივი სცენ - [ეს] არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ცენტრალური პრინციპი. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გადახედავს ამ კონკრეტულ ცნობებს და მათ სერიოზულად მოეკიდება", - თქვა შაჰინმა.
შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები გაჩხრიკეს.