სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 დღით ადრე, 25 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქცია-მსვლელობას გამართავს.
შეკრება 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაიწყება.
"დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!" - წერს სტუდენტური მოძრაობა.
ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media