რუსული კლიპის სცენარის გამეორება გასაკვირი არ არის, რადგან "ოცნება" არათუ პრორუსული, ღიად რუსული ძალაა, - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი ლევან სანიკიძე
ლევან სანიკიძე ეხმიანება თბილისის მერის კახა კალაძის "ფეისბუქის" გვერდზე გაზიარებულ "ქართული ოცნების" ვიდეორგოლს, რომელიც რუსული წინასაარჩევნო რგოლის მსგავსია.
"ქართული ოცნებისგან" ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ის არამხოლოდ პრორუსული, რუსული ძალაა, რომელიც პირდაპირ იმართება FSB-გან, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წარმოდგენილი მტკიცებულებები, სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები ადასტურებს, რომ ეს არის კრემლისგან მართული ძალა. ისინი იღებენ მათგან პირდაპირ მმართველობის იმ მანკიერ სისტემას, რომელიც რუსეთის ფედერაციას, პუტინის რუსეთს აქვს და, ბუნებრივია, არ არის გასაკვირი, რომ მათი პროპაგანდა, საარჩევნო დაპირებები თუ ის ზიზღის ენა, რუსებისგან რაც აქვთ, გადმოღებულია. ბატონი კახი კალაძისგან არაფერია გასაკვირი, ადამიანისგან, რომელიც მიესალმა ლავროვის განცხადებას, სადაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებდნენ, ასეთი კაცი რომ რუსული პროპაგანდის მიხედვით შექმნილ კლიპს დადებდა, ნამდვილად არ არის გასაკვირი, უბრალოდ, მე მინდა ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენ გვაქვს დარჩენილი ზუსტად სამი დღე იმისათვის, რომ დავასრულოთ რუსული მმართველობა საქართველოში", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ.