26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა", - ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი [ISW] X-ზე წერს.
"კრემლი სავარაუდოდ შეეცდება გამოიყენოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", მზარდი პრორუსული ნარატივები, რომლებიც ამართლებენ რუსეთის ძალადობას პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, იქნება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები მისი დამოუკიდებლობის შემდეგ. ის ასევე წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა", - წერს ISW.