„ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ სინამდვილეში იყო წაგებასთან, ხელისუფლების დაკარგვასთან შეგუებული ადამიანის ინტერვიუ“, - ამის შესახე კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ- ერთი ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
„ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ სინამდვილეში იყო წაგებასთან, ხელისუფლების დაკარგვასთან შეგუებული ადამიანის ინტერვიუ. 20 წუთი ლაპარაკობდა, ფული დამიბრუნეთ ამერიკელებო და დავთმობ ხელისუფლებასო, დაღვრემილი სახით, ჩამოსტიროდა თავ-პირი. მთელი ეს პერიოდი ხომ დაღვრემილი დადის, გამოდის იმ ჯავშნის უკან დაფეთებული. გუშინ ძირითადად ჩვენ გეგმაზე ლაპარკობდა. ხო ქოსატყუილაა, 12 წელია ქოსატყუილობს და უარესები თქვა, 700 ქარხანა გუგუნებსო.
მაგარი ინტერვიუ იყო, მაგრად მომეწონა. ტაშს ვუკრავდი, აგაშენებს ღმერთი-თქო. პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ ის არის შეგუებული ხელისუფლების დაკარგვას და მარცხს. იმიტომ მიედ-მოედებოდა ღობე-ყორეს გუშინ, რომ ჩვენ ვერაფერს დაგვაბრალებს“,- განაცხადა ელისაშვილმა.